Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა კონფერენცია: „ბასკური ენისა და ლიტერატურის აქტუალური პრობლემები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკად. შოთა ძიძიგურის სახელობის ბასკოლოგიის ცენტრი და თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ს/ს ინსტიტუტი 2023 წლის 12 ივნისს  გამართავენ სტუდენტურ კონფერენციას − ბასკური ენისა და ლიტერატურის აქტუალური პრობლემები.

 

კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველმა სტუდენტებმა 2023 წლის 31 მაისამდე ხელმძღვანელის რეკომენდაცია და  თეზისები უნდა  გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის  მისამართზე: irina.nozadze@tsu.ge  (საკონტაქტო პირი:  ირინა ნოზაძე).

 

 კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი.

მსჯელობა – 5 წუთი.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

თეზისების გაფორმების წესი იხ. დანართში.